09:38 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 21:20:01, 1995 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო - ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში სულ 5 საჩივარი დარეგისტრირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაზის ინფორმაციით, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში სულ 5 საჩივარი დარეგისტრირდა.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებს შეეხება.

„მაგალითად, 2 საჩივარი დაიწერა ერთი და იგივე საკითხზე ხონის №3 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კერძოდ, საარჩევნო უბანზე დაბრუნებული გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი იყო დაულუქავ მდგომარეობაში. მოთხოვნილია გადასატანი ყუთის ბათილობა. ერთი საჩივარი დაწერილია ვანის №20 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კერძოდ, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ერთით ნაკლებია გაცემულ ბიულეტენებზე. აღნიშნულის თაობაზე, კომისიის რეგისტრატორი წევრი ახსნა-განმარტებით ადასტურებდა, რომ გამორჩენილ იქნა ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში“,-განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics