14:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 15:33:13, 912 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია ილია ვეკუას დაბადებიდან 111-ე იუბილესთან დაკავშირებულ საღამოს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის დაბადებიდან 111-ე იუბილესთან დაკავშირებულ საღამოს დაესწრო. 

საღამოზე სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს ილია ვეკუა და მისი მოღვაწეობის პერიოდი. მოწვეული სტუმრების წინაშე წაიკითხეს ლექსები, ასევე შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ვახტანგ ყოლბაიამ ილია ვეკუას კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულ ნორჩ მათემატიკოსებს სამახსოვრო სიგელები გადასცა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, სკოლის დირექტორი მზევინარ გელანტია, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

2017 წლიდან აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას სახელს ატარებს. სკოლაში ფუნქციონირებს მისივე სახელობის მათემატიკური კლუბი, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი როგორც დაწყებითი ისე ზედა საფეხურის მოსწავლეები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics