02:29 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 11:13:00, 2513 ნახვა

ეკონომიკა
სტოკჰოლმში ქართული ღვინო, ჭაჭა და ბრენდი წარადგინეს

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართულ საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „GastroNord 2018" ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილობდა, რომელთაც გამოფენაზე სხვადასხვა სახეობის ღვინო, ასევე ჭაჭა და ბრენდი წარადგინეს.

ქართული ღვინო აღნიშნულ გამოფენაში პირველად იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენაში „GastroNord 2018" მონაწილეობდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი შემდეგი კომპანიები: „შატო ქუმსიაშვილი", „ქაპ ჯორჯია/ბრუალე", „მეღვინეობა ვაზიანი", „საწნახელი", „ვარციხის მარანი", „ბესინი", KTW, „ჩიგოგიძის ღვინოები" და „წინანდლის მამული".

„GastroNord" პირველად 1985 წელს მოეწყო და 2 წელიწადში ერთხელ იმართება. თავისი არსებობის მანძილზე გამოფენა ითვლება ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად საქმიანი შეხვედრებისა და კომერციული პარტნიორების მოძიების კუთხით.

„GastroNord 2018"-ზე სულ 500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics