13:53 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-23 10:18:01, 406 ნახვა

საზოგადოება
112-ს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის წარმომადგენლები ეწვივნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სტუმრებს „112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დელეგაცის წევრები საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ სიტუაციას გაეცნენ და ქვეყანაში მოქმედი, გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

სტუმრებს საშუალება მიეცათ ადგილზე გასცნობოდნენ „112“-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას, დაკვირვებოდნენ ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს. გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics