|
2018-04-26 10:29:04, 2219 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი ხვალ, 27 აპრილს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ორ ქვეყანას შორის არსებულ სადემარკაციო ხაზზე შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „რია ნოვოსტის“ ცნობით, შეხვედრა სადემარკაციო ხაზზე ადგილობრივი დროით 10:30 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები, საპატიო ყარაულის თანხლებით, სასაზღვრო სოფელში გაემართებიან, სადაც მოლაპარაკებებს გამართავენ. აქედან გამომდინარე, კიმ ჩენ ინი 65 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდება, რომელიც სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ოფიციალური ვიზიტით იქნება. შეგახსენებთ, რომ შეხვედრამდე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის ცხელი ხაზი შეიქმნა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)