12:27 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 17:48:28, 504 ნახვა

პოლიტიკა
სევდია უგრეხელიძე: დღეს ბევრი ნატრობს, რომ ასფალტი ჭამოს

 „ნარმანიას განცხადება მრჩევლებზე აღმაშფოთებელია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სევდია უგრეხელიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც უგრეხელეძემ აღნიშნა, მერიაში თანხები მაღალ ბიუროკრატებზე იხარჯება და ესენი არიან მრჩევლები.

 „მერის ასეთი განცხადება აღმაშფოთებელია. მას შეეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ეთქვა ასე. მეგობრებო, უმრავლესობის წევრებო, მას არ აინტერესებს რას ფიქრობთ თქვენ. პრინციპულად მინდა გავამახვილო ყურადღება მრჩევლებზე – მაღალ ბიუროკრატებზე დაიხარჯება თანხები და ესენი არიან მრჩევლები. თანხების რაოდენობა იზრდება, თუმცა რეალურად საქმე არ კეთდება. დღეს ბევრი ნატრობს, რომ ასფალტი ჭამოს“, – აღნიშნა უგრეხელიძემ.

ცნობისთვის, დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ  მრჩევლების დანიშვნა მერის დისკრეციული უფლებამოსილებაა.

„არავის საქმე არ არის რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს“, - აღნიშნა ნარმანიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
კობახიძე: ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს
კობახიძე: ჩავკეტეთ შანტაჟის ყველა გზა, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი - ვიზალიბერალიზაცია
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics