06:48 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 16:26:41, 1864 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარია ლიტვის პოლიციის გენერალურ კომისარს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში გრძელდება.

გიორგი გახარია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად,  ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის გენერალურ კომისარს, ლინას პერნავასს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. აღნიშნული თანამშრომლობა ორმხრივი ვიზიტებისა და ერთობლივი პროგრამების მეშვეობით, ეფექტიანად ხორციელდება და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორი ქვეყნის საპოლიციო უწყებების შესაძლებლობების განვითარებას.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მოწმეთა დაცვის, კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და საექსპერტო–კრიმინალისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგები.

ქართული დელეგაციისთვის  ლიტვის პოლიციის დეპარტამენტში პოლიციის ახალი მანქანების  პრეზენტაციაც მოეწყო. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ლიტვის კრიმინალურ პოლიციას და  ექსპერტიზის ცენტრსაც ეწვია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics