|
2018-04-23 17:47:12, 2519 ნახვა
მსოფლიო
„გილოცავთ, გამარჯვებულებო“ - სომხეთის მოსახლეობა სერჟ სარგსიანის გადადგომას ზეიმობს
ერევანში მოსახლეობა სერჟ სარგსიანის თანამდებობიდან გადადგომას ზეიმობს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ერევნის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე 1000-მდე ადამიანია შეკრებილი. ისინი ერთმანეთს პრემიერ-მინისტრის გადადგომას ულოცავენ. მოედანზე შეკრებილი მოსახლეობა სიხარულს ტაშითა და შეძახილებით გამოხატავს სიხარულს. მათ რესპუბლიკის დროშებიც აქვთ გამოტანილი. მოსახლეობას ოპოზიციონერმა დეპუტატმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკოლ პაშინიანმაც მიმართა: "სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, შენ გაიმარჯვე! არავის შეუძლია ეს გამარჯვება წაგართვას. გილოცავთ, გამარჯვებულებო", - წერს დეპუტატი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ცოტა ხნის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. როგორც სარგსიანმა აღნიშნა, მან მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა შეასრულა. ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)