12:08 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 16:11:04, 601 ნახვა

საზოგადოება
7 ივნისს მარათონი „ერთად ვიმარჯვებთ“ გაიმართება

7 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი განვითარების ასოციაციის“ (IDA) და საბურთალოს გამგეობის ორგანიზებით გაიმართება მარათონი სახელწოდებით „ერთად ვიმარჯვებთ“.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5,5 კილომეტრიანი გარბენი სტარტს 09:00 სთ-ზე საბურთალოს გამგეობასთან (მიცკევიჩის N29) აიღებს და 12:00 სთ-ზე თავისუფლების მოედანზე დასრულდება. 

„ღონისძიება მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ვეტერანებისა და შშმ პირების ჩართვას მსგავს აქტივობებში და ახალგაზრდებში მარათონის პოპულარიზაციას“, – აცხადებენ სამინისტროში. 
მათივე ცნობით,  გარბენში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 16 წელს ზემოთ. 
ონლაინ რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე www.ida.ge . რეგისტრაცია გაგრძელდება 5 ივნისამდე, ხოლო მათ, ვინც ვერ მოახერხებენ ონლაინ რეგისტრაციის გავლას, შესაძლებლობა მიეცემათ დარეგისტრირდნენ ადგილზე, 7 ივნისს დილის 08:00 საათიდან.
სარეგისტრაციო ნომრების (BIB numbers) აღება შესაძლებელი იქნება მარათონის დღეს, სტარტის ხაზთან. ისინი ვინც რეგისტრაციას ადგილზე გაივლიან, სარეგისტრაციო ნომერს მოკლე ანკეტის შევსების შემდეგ მიიღებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics