|
2018-04-20 11:07:20, 2065 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი მზადაა, დონალდ ტრამპს შეხვდეს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შეხვედრის სავარაუდო ადგილად ვაშინგტონი სახელდება. როგორც ლავროვმა აღნიშნა, ტრამპს რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს. „უბრალოდ აღვნიშნავ, რომ დონალდ ტრამპმა, ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ რამდენჯერმე თქვა და სოციალურ ქსელშიც დაწერა, იმაზე, თუ რამდენად საჭიროა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება. რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, მხოლოდ სულელი ფიქრობს სხვაგვარად“, - განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, პუტინი შეხვედრისთვის მზადაა. შეგხსენებთ, რომ 2 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თეთრ სახლში დაპატიჟა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)