23:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 16:22:14, 1712 ნახვა

კომენტარი
მამუკა ბახტაძე: ბიზნესის წახალისებას არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდები უძრავ ქონებას იბარებენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უწყების „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას,  ლომბარდების მუშაობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსახლეობაში ლომბარდებათან დაკავშირებით  ბევრი შეკითხვაა დაგროვილი.

მისი თქმით, ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ  ემსახურება ის ფაქტი, რომ  ლომბარდებს  უძრავი ქონების მიღების უფლება აქვთ.

მინისტრის აზრით, ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული იმ აქტივების ჩამონათვალი, რომლებიც სალომბარდო საქმიანობაში არ უნდა მონაწილეობდეს.

„ამ მიმართულებით მკვეთრი  ნაბიჯები არის გადასადგმელი. ჩემი აზრით,  არამხოლოდ უძრავი, არამედ უძრავი  ქონების , როგორიცაა ავტომობილი, ჩაბარების უფლებაც არ უნდა ჰქონდეთ. ეს ყველაფერი   კონსულტაციის შედეგად  უნდა  განხორციელდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, პრობლემას,  რომელიც ლომბარდების საქმიანობასთან დაკავშირებით დგას, აქვს ობიექტური საფუძველი და მის აღმოსაფხვრელად ახალი თამაშის წესებია დასადგენი.

“ჩვენ, უნდა შევქმნათ ისეთი თამაშის წესები,  რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების  დამყარებას“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics