09:18 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-06 20:37:08, 1183 ნახვა

რეგიონი
7 აპრილს აქცია „არა ონის კასკადს“ გაიმართება

7 აპრილს 14 საათზე, ქალაქ ონში, მთავარ მოედანზე, მოძრაობის „არა ონის კასკადს“ წევრები მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავენ.

ზემო რაჭის მოსახლეობა მოძრაობის წევრებთან ერთად „ონის კასკადის“ მშენებლობას აპროტესტებს.

ხასგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოძრაობა „არა ონის კასკადს“ არ თანამშრომლობს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან.

მოძრაობის წევრებმა კონსულტაცია გაიაერს არაერთ გეოლოგსა თუ სეისმოლოგთან. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ონის კასკადის პროექტში არ არის მოცემული არც ერთი დასკვნა, რომელიც დაადასტურებს პროექტის უსაფრთხოებას.

მათი მტკიცებით, განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული პროექტი გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას და საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ეს მოსაზრება ექსპერტებმა გააჟღერეს არაერთი სატელევიზიო ეთერის მეშვეობითაც.

ამასთან ერთად, ონის გამგეობაში პროექტის საჯარო განხილვის შესახებ არ ეცნობა საზოგადოებას და ადგილობრივმა მოსახლეობამ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან წინა დღეს მიიღეს. ეს კიდევ ერთხელ ბადებს ეჭვს, რომ პროექტი სახიფათოა და სახელმწიფო უწყებებმა არ უნდა მისცენ კომპანია „ფერს“ მისი განხორციელების ნებართვა.

მოძრაობის „არა ონის კასკადს“ წევრებმა უკვე შეიტანეს ათასობით ადამიანის მიერ ხელმოწერილი განცხადებები შესაბამის უწყებებში და საჯაროდ მოითხოვეს, რომ არ მიეცეს კომპანია „ფერს“ აღნიშნული პროექტის განხორციელების საშუალება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics