02:32 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 10:43:33, 1230 ნახვა

საზოგადოება
მინდელის შახტიდან ცხედრების ამოყვანის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან ცხედრების  ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

 ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში გაემგზავრა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი.

მინდელის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. "სამთო დარტყმა" მოხდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის  სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics