20:19 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-18 16:27:00, 1841 ნახვა

სამართალი
იზორია: ტერორისტულ საქმიანობაზე სსკ-ში ცვლილებები არ ეხება ქართველებს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების გვერდით იბრძვიან

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ  უკანონო ფორმირებაში გაწევრიანების თაობაზე, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განმარტა.

როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების თანახმად,  უკანონო ფორმირებაში გაწევრიანება დასჯადი ხდება. 

კერძოდ, იზორიას განმარტებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყანაში უკანონო ფორმირებაში მონაწილეობას მიიღებს, ან  გაუჩნდება სურვილი, შესაბამისი   წვრთნა გაიაროს, ან ვინც ასეთი ტიპის ორგანიზაციებში გადაიბირებს, 5-დან 10 წლამდე ვადით დაისჯება.

"ეს პირველ რიგში უკავშირდება ტერორისტულ საქმიანობას. კერძოდ, უკანონო ფორმირებაში გაწევრიანებას,  წვრთნის მიღებას, ან გადაბირებას ასეთ ფორმირებაში. ეს ინიციატივა ამ ცნობილი მოვლენების ფონზე არ გაჩენილა, 2014 წლის 18 დეკემბერს  ეს ინიციატივა მთავრობის წინაშე წარვადგინეთ. ანუ ცვლილება  სისხლის სამართლის კოდექსში შედის, სადაც  უკანონო ფორმირებაში გაწევრიანება დასჯადი ხდება. ჩვენ,  ბუნებრივია, გვქონდა ასეთი ქმედებები სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი, როდესაც საქართველოს მოქალაქე საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაშია გაწევრიენებული და ტერორისტულ საქმიანობას ეწევა, მაგრამ აქტიურობები,  რომელიც ახლა სირიაშია და ჩრდილოეთ ერაყში ხორციელდება, არ უკავშირდება კლასიკურად ტერორისტული ორგანიზაციების ცნებას. ამიტომ, იმ პრაქტიკას ვნერგავთ, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია და რომლითაც  ყველა ტიპის ტერორისტული საქმიანობა იქნება მოცული. აქედან გამომდინარე, ყველა საქართველოს მოქალაქე, ვინც მიიღებს უცხო ქვეყანაში უკანონო ფორმირებაში მონაწილეობას, ან გაუჩნდება სურვილი გაიაროს შესაბამისი წვრთნა, ან ვინც ასეთი ტიპის ორგანიზაციებში გადაიბირებს, 5-დან 10 წლამდე ვადით დაისჯება",-განაცხადა ლევან იზორიამ.

კითხვაზე- ცვლილება შეეხება თუ არა  უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, იზორიამ აღნიშნა, რომ ცვლილება კიევის ხელისუფლების  ფარგლებს ქვეშ მოქმედ ქართველებს არ ეხება და ის მხოლოდ  უკანონო ფორმირებებზე  ვრცელდება.

"არავითარ შემთხვევაში ეს არ ეხება კანონიერ ფორმირებებს და ისკითხვები და წუხილი, რომელიც უსაფუძვლოდ გაჩნდა, რომ თითქოს ეს ეხება იმ ქართველებს, რომლებიც  კიევის ხელისუფლების ფარგლებს ქვეშ მოქედებენ, საფუძველს მოკლებულია. აქ საუბარია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ უკანონო ფორმირებაზე და არა იმ მოქალაქეებზე,  რომლებიც  ხელისუფლების გვერდით იბრძვიან",-განაცხადა  ლევან იზორიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics