16:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-25 11:39:22, 2216 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რიგა-ქუთაისის პირველი რეისი შესრულდა

დღეს დილით , 10:10- ზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა რიგა-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. რეისის 172 მგზავრიდან უმეტესობა ლატვიელები იყვნენ. პირველი მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს. ,,მოხარულები ვართ, რომ უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა 2018 წელსქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 7 ახალი მიმართულება დაამატა. პირველი რეისი ქუთაისში ცოტა ხნის წინ შესრულდარაც მთავარია, მაისიდან უკვე ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის მეორებაზირებული საჰაეროხომალდი განთავსდება, რომელიც ევროპის ქვეყნების მიმართულებით რეგულარურ რეისებს კვირაში რამდენჯერმე შეასრულებს,-‘’განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

31 მარტს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ვროცლავიდან პირველი რეგულარული რეისი შესრულდება. ხოლო 17 მაისიდან ათენში, პარიზში, რომში, ბარსელონასა და პრაღაში Wizz Air-ის მეორებაზირებულიხომალდით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისები დაინიშნება.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics