13:34 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 19:02:45, 1592 ნახვა

კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი : სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტმა კვოტირების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა კვოტირების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

"იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის 50%-ზე მეტი ქალია, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში კი, ქალები მხოლოდ 16 % -ია, ადგილობრივ თვითმმართველობებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა. ეს სურათი, უბრალოდ, უსამართლოა და აუცილებელია, მისი შეცვლა. სწორედ ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი უკვე წლებია საუბრობს კვოტირების შემოღების აუცილებლობაზე.

ეს იდეა აქტიურად იყო საზოგადოებაშიც, აქტიურად მუშაობდნენ ადამიანები და 30 000- ზე მეტმა მოქალაქემ შეაგროვა ხელმოწერა და მიმართა პარლამენტს, რომ ეს უსამართლო სისტემა შეცვლილიყო და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა კვოტირების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტის მხრიდან უარყოფილია. საქართველოს  ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ  პირველი მოსმენით განხილვისას მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უარყოფილ კანონპროექტს პარლამენტი  ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით  განიხილავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics