16:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 10:42:47, 1655 ნახვა

ეკონომიკა
ოლაფ ზიმელკა: საქარველოში დიდი პოტენციალია ენერგოეფექტურობის მიმართულებით

საქართველოში ენერგოეფექტურობის სექტორის განვითარება იყო  მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან და დონორ ორგანიზაციებთან გამართა. 

ქართულმა მხარემ ისაუბრა ენერგოეფექტურობის კანონპროექტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რაც ევროდირექტივებითაა განსაზღვრული. ასევე ყურადღება გამახვილდა ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებაზე სამშენებლო სექტორში, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ შენობებში. ასევე ხაზი გაესვა განახლებადი ენერგიების წყაროების, მაგალითად მზის სისტემების გამოყენებას შინამეურნეობებში.  

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს (EU, KfW, EBRD, EIB, AFD, IFC) საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და საპილოტე პროექტების მხარდაჭერისთვის.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოლაფ ზიმელკამ განაცხადა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, საქართველოში ორი ძირითადი მიმართულებით - ენერგოეფექტურობისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის კუთხით მუშაობენ.

„ჩვენი აზრით, საქართველოში ენერგოეფექტურობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, რომლებიც დღეის მდგომარეობით განვითარების სტადიაშია. მიგვაჩნია, პოტენციალი ძალიან დიდი გაქვთ ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რომ სამშენებლო კომპანიებმა და მწარმოებლებმა შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და გააუმჯობესონ ენერგოუსაფრთხოება. ჩვენ მზად ვარ სამინისტროსთან ამ კუთხით ვითანამშრომლოთ", - განაცხადა ოლაფ ზიმელკამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics