16:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 17:49:55, 1789 ნახვა

ეკონომიკა
2017 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5% შეადგინა

2017 წელს ეკონომიკა, წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგარეო ინვესტიციების გეგმასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სასტუმრო „თბილისი მარიოტში" მიმდინარე ღონისძიებაში საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის დელეგაცია მონაწილეობს, რომელსაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვა ხელმძღვანელობს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2017 წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და სწორედ დღეს დაზუსტდა გარკვეული რიცხვები. „თუ გახსოვთ, 2017 წელი წინასწარი შეფასებით, 4.8%-იანი ზრდით დავასრულეთ, თუმცა, დღეს მოხდა პირველი დაზუსტება და მინდა მოგახსენოთ, რომ 2017 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიურ წვლილი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ შეიტანა და ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმმართველი საქონლისა და მომსახურების წმინდა ექსპორტი იყო. დადებითი იყო ინვესტიციების და მოხმარების წვლილიც ეკონომიკურ ზრდაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics