14:56 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 13:43:40, 1793 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე სოფელ დიღომში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სოფელ დიღომში  საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სოფელ დიღომში სამი მთავარი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. ყაზბეგის, ფიროსმანისა და რუსთაველის ქუჩის ნაწილზე საკომუნიკაციო ქსელისა და ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ დიღომში, სადაც  1,8-კილომეტრიან  მონაკვეთში მიმდინარეობს  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და  მოასფალტება. აქ გზაზე არსებული მდგომარეობა სერიოზული პრობლემა იყო წლების განმავლობაში. არსებული  ინფრასტრუქტურა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა. პროექტი ზაფხულის დასაწყისში დასრულდება. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები გაზაფხულიდან კიდევ უფრო მასშტაბურად დაიწყება. ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით ყველა რაიონში, ყველა უბანში ვაპირებთ  არსებული მდგომარეობის მოწესრიგებას“-განაცხადა თბილისის მერმა.   

 პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობის შემდეგ, ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი დაიგება და ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია მოხდება. პროექტით გათვალისწინებულია, ასევე, არსებული სამი ერთეული სახიდე გადასასვლელის შეკეთება. 

პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან აღნიშნულ სამუშაოებზე 828,037,36 ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics