19:25 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 12:40:46, 1382 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველი ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს შეხვდება

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ საქართველოს მოქალაქეებს - ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს უახლოეს მომავალში შეხვდება.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ამ ეტაპზე შეხვედრისთვის კონკრეტულ თარიღს ათანხმებენ.

„ასევე ველოდები, გამოძიებამ მუშაობა დაასრულოს. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ თუნდაც ოჯახის წევრებთან გაატარონ. მომავალ კვირაში კონკრეტულ თარიღზე შევთანხმდებით. მე ვაპირებ ჩავიდე წილკანში, შევხვდე მათ და მივიღო მათგან ინფორმაცია“, - განაცხა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიამ აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა:

„პოლიტიკურად ვერ შევაფასებ, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით, რუსეთი არის სახელმწიფო, რომლიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შესაბამისად, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, პასუხიმგებლობა ეკისრება სწორედ რუსეთის ფედერაციას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის ხელში უჩინარდებიან ან კვდებიან საქართველოს მოქალაქეები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ, თუმცა აღნიშნულ შემთხვევებში პასუხიმგებლობა რუსეთს ეკისრება“,- განაცხადა ლომჯარიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics