13:50 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-11 12:20:19, 1906 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდნილი 13 წლის მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ბათუმში გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა. 13 წლის მოზარდი  ბულვარში მშენებარე კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდა. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.  თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანი  შენობაში თანატოლებთან ერთად  თამაშობდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ასევე  მძიმე დაზიანება მიიღო გუშინ კიდევ ერთმა მოზარდმა  ბათუმში მომხდარი ავარიის დროს . არასრულწლოვანს ქუჩის გადაკვეთისას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. იგი ტვინის შერყევითა და შოკური მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics