12:33 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 17:12:20, 1405 ნახვა

საზოგადოება
კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალთა რესოციალიზაციას მრგვალი მაგიდა მიეძღვნა

ყოფილ პატიმარ ქალთა რესოციალიზაცია და მათი მხარდაჭერა - ამ თემაზე იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ კანონთან კონფლიქტში მყოფ ძალადობის მსხვერპლ ქალთა რესოციალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მიმდინარეობასა და შედეგებს. კონფერენციის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სერვისების შესახებაც, რომლითაც პროგრამის ბენეფიციარი ქალები სარგებლობენ. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ქალი მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც განუცდიათ ძალადობა და დისკრიმინაცია და მათი დაუცველი შვილებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესების“ ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანი იყო  მსჯავრდებული და ყოფილი მსჯავრდებული ქალების გაძლიერება, მათთვის განკუთვნილი სერვისების ხელმისაწვდომობა და საზოგადოებაში რესოციალიზაცია.

კონფერენცია ქალთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობით ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“ ჩაატარა. მრგვალ მაგიდაში ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  კონფერენციის დასასრულს მსჯავრდებულ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიამართა.  გამოფენა გაეროს წარმომადგენლობის მხარდაჭერით მოეწყო.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პირველ სახელმწიფო პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.  პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics