12:33 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 15:39:07, 1837 ნახვა

საზოგადოება
„მე ვარ ქალი, აღიარე!“ - ტრანსგენდერი ქალების მხარდამჭერ აქციაზე ერთი პირი დააკავეს

„მე ვარ ქალი, აღიარე!“  - ამ ლოზუნგით იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერმა ქალებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი ითხოვენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შეცვლის საშუალება მისცეთ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „ქალთა მოძრაობის“ ლიდერმა ბაია პატარაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებს, პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურაა.

„ტრანსგენდერ ქალებს დღეს მწვავე პრობლემები აქვთ. მათ ხშირად ესხმიან თავს, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შერაცხყოფას, თუმცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის ფაქტი, რომ ისინი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესს ვერ ცვლიან. ჩვენი კანონმდებლობა დოკუმენტში სქესის შეცვლას არ კრძალავს, თუმცა მოქალაქეებისგან მოითხოვს, რომ მათ სტერილიზება ჩაიტარონ. აღნიშნული პროცედურა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, შესაბამისი ოპერაცია საქართველოში არ ტარდება და ამას არც დაზღვევა აფინანსებს. ამიტომ, დღევანდელ დღეს, ჩვენ ვითხოვთ, ამ ადამიანების უფლება იყო დაცული და მათ მიეცეთ შესაძლებლობა, თავიანთ პირადობაში შესწორება შეიტანონ“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.

აქციაში 50-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქტივისტებს ადგილზე ლგბტ თემის დროშა და სხვადასხვა შინაარსის ბანერები ჰქონდათ  მიტანილი: „ნუ მართმევ სიცოცხლის უფლებას“, „პირადობის მოწმობაში შეცდომაა, გამოასწორე!“.

ცოტა ხნის წინ ადგილზე მცირე ინციდენტი მოხდა. ორგანიზაცია „ზნეობის“ წარმომადგენლებმა კონტრაქცია გამართეს და ტრანსგენდერ ქალებს კვერცხები დაუშინეს. მათ იმ ტერიტორიაზე შესვლაც სცადეს, სადაც ტრანსგენდერი ქალები აქციას მართავდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა აღნიშნულის საშუალება არ მისცათ. პირი, რომელმაც აქციის მონაწილეებს კვერცხები ესროლა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

ამ დროისთვის ტრანსგენდერი ქალების აქცია დასრულებულია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics