19:24 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 11:57:50, 727 ნახვა

რეგიონი
მინისტრებმა ბათუმში ახალი საავადმყოფოს მშენებლობა დაათვალიერეს

აჭარაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად ახალი მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი მოინახულა.

„ბატონ დავითთან ერთად დავათვალიერეთ კლინიკის მშენებლობა. დაწყებულია მოპირკეთებითი და შიდა კეთილმოწყობითი სამუშაოები. სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოწყობას ჭირდება დამატებითი დეტალები, აქედან გამომდინარე შესაძლებელია რამდენიმე თვით გახანგრძლივდეს არამარტო მშენებლობის, არამედ სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები“, - განაცხადა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მუშაობს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების სტრატეგიაზე, რომელშიც გათვალისწინებულია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და ის საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება.

„ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. საავადმყოფო გათვლილია 170 საწოლზე. ის აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით, პაციენტებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics