20:55 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 17:45:15, 2317 ნახვა

მსოფლიო
მარინ ლე პენს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება

საფრანგეთის პროკურატურამ "ნაციონალური ფრონტის" ლიდერს და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს მარინ ლე პენს Twitter-ზე "ისლამური სახელმწიფოს" სისასტიკის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნების გამო, ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ AFP იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თუ ლე პენს ბრალი დაუმტკიცდა, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრება.

ცნობისთვის, პოლიტიკოსმა Twitter-ზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილი ძალადობის აქტების ამსახველი ფოტოები 2015 წელს გამოაქვეყნა. მათ შორის იყო, ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრებიც.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში მარინ ლე პენს საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ საპარლამენტო იმუნიტეტი ჩამოართვა. მანამდე სადეპუტატო იმუნიტეტი პოლიტიკოსს ევროპარლამენტმაც მოუხსნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics