09:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 15:18:00, 2501 ნახვა

ეკონომიკა
„McKinsey & Company“ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიის მომზადებაში დაეხმარება

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის „McKinsey & Company"-ის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები განიხილა. 

კომპანია საქართველოს მთავრობის კონსულტანტია აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სტრატეგიის შემადგენელი მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, საქართველოში შიდა გენერაციის ზრდის და ენერგეტიკული რესურსების რაციონალური ათვისების, ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტიული უზრუნველყოფის და ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის ბალანსის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიმართულებები.

აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ელექტროენერგეტიკული სისტემის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ელექტროენერგეტიკული ბაზრების ფორმირების და განვითარების გამოწვევები, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე, გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე, აგრეთვე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი სულხან ზუმბურიძე.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics