14:32 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 10:53:01, 1860 ნახვა

სამართალი
1-ლი თებერვლიდან დღემდე, თევზჭერის წესების დარღვევის 26 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან დღემდე, თევზჭერის წესების დარღვევის 26 ფაქტი გამოავლინეს.

სამინისტროს ცნობით, მათ შორის 1 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

„ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა 8 ფაქტი, აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 6, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 4, სამცხე-ჯავახეთში - 3,  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 3 ფაქტი, კახეთისა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა  თევზჭერის წესების დარღვევის თითო-თითო ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეებს კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოერთვათ. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის,  შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics