12:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 10:01:15, 1928 ნახვა

სამართალი
მუსტაფა ჩაბუქი დღეს სპეციალურ ბრიფინგს გამართავს

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დღეს, ადვოაკატებთან ერთად სპეციალურ მედია ბრიფინგს გამართავს.

მედიასთან  შეხვედრა იურიდიული კომპანიაში  "პროცესი" 16.00 საათზე დაიწყება.

ჩაბუქი, საექტრადიციო პროცედურების ამოწურვამდე, 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ დღეს გაათავისუფლა.

პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. თუმცა, პროკურორმა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ისინი ჩაბუქის უპირობო გათავისუფლებას ითხოვდნენ.

თუმცა თავად მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაბუქი საექსტრადიციო პროცედურების ამოწურვამდე 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა. 

შეგახსენებთ, გასული წლის 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას თურქეთის პროკურატურა ბრალად შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას სდებს, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს.

ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი 24  თებერვალს იწურება.

უცნობია, როდის ჩაინიშნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩაბუქის ექსტრადიციასთან დაკავშირებით პროცესი.

სამართლებრივი პროცედურის მიხედვით, სხდომაზე უნდა განიხილონ  დაცვის მხარის წერილობითი პოზიცია ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დაუშვებლობის თაობაზე, შემდეგ კი, მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, გადაწყვეტილება გამოაცხადოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics