12:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 13:04:24, 1856 ნახვა

სამართალი
ჩაბუქის ადვოკატი: ყველა საფუძველი არსებობს, რომ სასამართლომ უარი უთხრას პროკურატურას ექსტრადირების დაწყებაზე

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის ვახტანგ კვიჟინაძის განცხადებით, ყველა საფუძველი არსებობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრას საქართველოს მთავარ პროკურატურას ექსტრადირების პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით.

მან ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის რეკომენდაციას:

"სახალხო დამცველი კატეგორიული წინააღმდეგია ამ პირის ექსტრადირების. გარდა ამისა, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ არის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ხაზი მინდა გავუსვა. ევროპარლამენტარების ვიზიტს ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტს, რომლებიც ამ პირის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ",-აღნიშნა ვახტანგ კვიჟინაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდრლ პროცესს, დღეს მოხდება დაცვის მხარის  მტკიცებულებების გამოკვლევა.

"პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც ოფიციალურ,ისე კერძო სექტორის მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომელიც ადასტურებს, თუ რა სიტუაციაა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანთა უფლებების კუთხით, რომ ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა",-განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე პროცესი ცოტა ხანში განახლდება.

სასამართლო პროცესს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კონგრესმენებიც დაესწრებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics