19:12 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-18 13:58:06, 1721 ნახვა

საზოგადოება
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა გაიხსნა.

ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წარუძღვა. მან ყურადღება შრომის უსაფრთხოების საკითხების ფინალიზაციისთვის სამუშაო შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მხარეებმა გასული ორი წლის სამოქმედო გეგმა შეაფასეს. გეგმის ფარგლებში, შრომის ინსპექციის, სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, საპენსიო რეფორმის, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების, ევროპის სოცილური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლების/პუნქტების რატიფიცირების, საინვესტიციო პოლიტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ კითხვარის საფუძველზე მომზადებული პრეზენტაციაც წარადგინა. მიმდინარე წლის რიგით პირველ სამუშაო შეხვედრაზე, კომისიის მიერ 2018-2019 წლებში განსახილველ საკითხთა ნუსხა განისაზღვრა.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  აკაკი ზოიძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსი ტექნიკური მრჩეველი ჟოლტ დუდასი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics