12:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-17 17:14:05, 2451 ნახვა

სამართალი
შსს-მ გომბორის უღელტეხილზე ბენზინმზიდის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გომბორის უღელტეხილზე ბენზინმზიდის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით).

ცნობისთვის, გომბორის უღელტეხილზე ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. აღნიშნულის გამო სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სახანძრო სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics