|
2018-02-15 18:46:41, 1670 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ მცირდება. მცირე მეწარმედ 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოს ნაცვლად, 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება, რაც მცირე ბიზნესზე საგადასახადო ტვირთს მნიშვნელოვნად შეამცირებს და ახალ მეწარმეებს წაახალისებს, რომელთაც საქმიანობის წამოწყება სურთ. თბილისის მერიის ინიციატივით, 2018 წლის ბოლოდან, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორისთვის ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება. მერიის ცნობით, თბილისში რეგისტრირებულ ან მომუშავე ყველა კომპანიას საშუალება ექნება, აქსელერატორს უფასო სამუშაო სივრცეებით უზრუნველყოფის, კონსულტაციის გაწევის, ფინანსური ანგარიშგებების, საგადასახადო კანონმდებლობისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ, მათ შორის, იურიდიულ და ბრენდის პოზიციონირების საკითხებზე მიმართოს. „პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მცირე მეწარმეთათვის ბრუნვის გადასახადი 5%-ის ნაცვლად, 1% ექნება, ხოლო მცირე ბიზნესად ჩაითვლებიან ის კომპანიები, რომელთა ბრუნვა 100 000 ლარის ნაცვლად, 500 000 ლარი იქნება. ასევე, თბილისის მერიის ინიციატივით, დამატებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება ბიზნეს აქსელერატორი, რომლითაც მეწარმეებს საშუალება ექნებათ, ერთიანი სამუშაო სივრცით უფასოდ ისარგებლონ, მიიღონ ბუღალტრული, მარკეტინგული, იურიდიული და სხვა ტიპის საკონსულტაციო მომსახურება“, - განაცხადა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის კონსულტანტმა ვიქტორ წილოსანმა. მისივე თქმით, შეიქმნება ვებგვერდი, სადაც მეწარმეები დარეგისტრირებას შეძლებენ. მათ ასევე, ექნებათ ვალდებულება, ერთი თვის ვადაში, საკუთარი ბიზნესის კონცეფცია წარმოადგინონ, რომელთაგანაც საუკეთესო ბიზნეს მოდელების შერჩევა და შესაბამისი მომსახურების გაწევა მოხდება. პროექტის ფარგლებში, სიცოცხლისუნარიან და წარმატებულ 100-ზე მეტ კომპანიას აქსელერატორი შეუქმნის ვებგვერდებს, შეუდგენს ბიზნესგეგმასა და შესაძლო პარტნიორებთან შემდგომ ადვოკატირებას გაუწევს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებისთვის 30-მდე გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა. პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება.
(NS)
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)