15:08 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 10:45:35, 2173 ნახვა

მსოფლიო
ინტერნეტში რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის კადრები გავრცელდა

კერძო სახლის სათვალთვალო კამერამ რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფა დააფიქსირა. ვიდეო Youtube-ზე გავრცელდა.

ვიდეოში Ан-148-ის ტიპის ლაინერის ჩამოვარდნის და აფეთქების კადრებია ასახული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  მოსკოვთან მომხდარ ავიაკატასტროფას 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო ლაინერი ან-148 რადარებიდან დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე გაუჩინარდა.

ადგილზე მაშველების ორი „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი გაემგზავრა. აღმოჩენილია თვითმფრინავის ნარჩენები. ადგილზე მისული მაშველების განცხადებით, თვითმფრინავის ნაწილები, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მონაკვეთზეა გაფანტული.

ბორტზე 65 მგზავრი და ექვსი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

12 თებერვალი რუსეთში  გლოვის დღედ გამოცხადდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics