|
2018-02-09 15:20:55, 2625 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, მარკ პრიტჩარდს შეხვდა. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მთავრობის მიერ დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. „ორ ქვეყანას შორის მუშავდება ერთობლივი დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ვგეგმავთ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასა და გაზრდას. ეს საშუალებას მისცემს ბრიტანულ კომპანიებს აწარმოონ ბიზნესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელსაც ვგეგმავთ განათლების სფეროში. განვიხილეთ, ასევე, საფონდო ბირჟის და კაპიტალის ბაზრის რეფორმის საკითხები საქართველოში. მოგეხსენებათ, ლონდონის საფონდო ბირჟა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პლატფორმაა მსოფლიოში და შესაბამისად, გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მარკ პრიტჩარდმა განცხადებით, ფინანსთა მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. "ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, რათა საქართველოსთან გაღრმავდეს ურთიერთობები ვაჭრობისა და საინვესტიციო მიმართულებით. საქართველოს აქვს მზარდი ეკონომიკა, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს ბრიტანულ ბიზნესწრეებში. საფინანსო, საბანკო სექტორები, ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა, განათლების სფერო - ეს ის საკვანძო სექტორებია, სადაც შესაძლებელია პარტნიორობის გაღრმავება," - აღნიშნა ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მარკ პრიტჩარდმა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი დაესწრო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)