12:20 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 11:05:35, 1471 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დეცენტრალიზაციის რეფორმასთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა გვაქვს

„დემოკრატიული განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა დეცენტრალიზაციის რეფორმა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კონკრეტული ხედვა გვაქვს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში განაცხადა, სადაც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე საკმაოდ დაბალია.

„ფისკალური დეცენტრალიზაციის დონე ძალიან დაბალია და ჩვენი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლების გაორმაგება.  ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი ამბიციური მიზანი, რომელიც მმართველობის სისტემაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს. ეს რეფორმა განხორციელდება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად შეიმუშავა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics