|
2018-02-08 14:53:30, 1904 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გეგმავს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თაობაზე საკუთარი ხედვა ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს გააცნო. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მთავარ მიზანს ბენეფიციართა წრის გაფართოება, დაავადებებისა და მედიკამეტების ჩამონათვალის გაზრდა წარმოადგენს. დავით სერგეენკომ ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს უკვე მოქმედი, მოსახლეობის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განვითარების გზა შესთავაზა, რაც მედიკამეტების რაოდენობის გაზრდას (23-დან დაახლოებით 50-მდე) და პროგრამით მოსარგებლეებად სხვა ჯგუფების, კერძოდ კი, ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირების დამატებას გულისხმობს. მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა, სახელმწიფო და კერძოს სექტორის პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს. შეხვედრის მიზანსაც, კომპანიების წარმომადგენლებისათვის სტრატეგიულ მიმართულებაზე სამინისტროს ხედვის გაცნობა და ფარმ-ინდუსტრიისაგან მოსაზრებების მოსმენა წარმოადგენდა. სერგეენკოს თქმით, პროექტმა, რომელიც გასულ წელს მაისში ამოქმედდა, ერთმნიშვნელოვნად დაგვანახა, რომ ფასდაკლების რესურსი არსებობს. "პროგრამის წარმატებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს, ადგილობრივი მწარმოებლებისა და ფარმაცევტული იმპორტიორების კოორდინირებული მუშაობა. სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის ჩართულობით, შესაძლებელი გახდება მედიკამენტებზე ფასების შემცირება. პროექტის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით სარგებლობა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეძლოს", - აღნიშნა მინისტრმა. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით პირველ სამუშაო შეხვედრას, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კერძო სექტორი, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს 2 კვირის ვადაში წარმოადგენს. (NS)
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)