03:32 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 11:36:50, 2418 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობაზე. ერთი კვირის განმავლობაში სსფ-ის შუალედური მისია ქართულ მხარესთან ერთად განიხილავს მიმდინარე ფისკალურ გეგმებს, საბიუჯეტო პარამეტრებს, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ დინამიკას, 2018-2019 წლების პროგნოზებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსთა მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართული შეხვედრების შედეგებზე.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics