|
2018-02-05 17:37:39, 2000 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციას ინდივიდუალურად განიხილავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ევროკავშირი დაიწყებს საწარმოების ინდივიდუალურად განხილვას მათთვის აკრედიტაციის მისაცემად. როგორც ქუმსიშვილმა ბრიუსელში, ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ საწარმოებს, იმ შემთხვევაში, თუ მათი სტანდარტები გაცილებით უფრო წინაა წასული, ვიდრე მთლიანად ქვეყნის სტანდარტი და ასოცირება, ევროკავშირში განაცხადის გაკეთებისა და აკრედიტაციის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ. „ რათა შემდგომში შეიტანონ ევროკავშირის ბაზარზე მათ მიერ წარმოებული პროდუქცია“,-განაცხადა ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ევროკომისართან აღნიშნულ საკითხზე მიღწეული შეთანხმების გარდა, საუბარი საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებზე წარიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)