|
2018-02-01 13:52:13, 2561 ნახვა
ეკონომიკა
სებ-მა უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტა გამოუშვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძესთან და მონეტის დიზაინერ ნინო გონგაძესთან ერთად საზოგადოებას მონეტა წარუდგინა. 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და დიზაინის ავტორი ნინო გონგაძეა. მონეტა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1 500 - იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა დღეიდან, პირველი თებერვლიდან, შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი. მონეტაზე გამოსახულია შვიდი მნათობი, რომელთაც ვხვდებით მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს სახელმწიფო გერბზე. ასევე დატანილია წარწერა "ხუთი ლარი".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)