17:45 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 10:40:20, 697 ნახვა

ეკონომიკა
დავით ნარმანია ესპანელ და სომეხ ბიზნესმენებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ესპანელ და სომეხ ბიზნესმენებს შეხვდა. ესპანური კომპანია “Imabel Iberica”-ს კომერციული დირექტორი, ხავიერ ვეგა და ფონდ „აიდეა“-ს ხელმძღვანელი რუბენ ვარდანიანი თბილისში EBRD-ის კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.

დავით ნარმანიამ უცხოელ ბიზნესმენებს არსებული ბიზნეს-გარემო გააცნო და გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც შეხვედრაზე დავით ნარმანიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ  უცხოელ ბიზნესმენებს  შესაძლებლობა, ადგილზე გაეცნონ ვითარებას. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მზად არის, დაეხმაროს დაინტერესებულ ბიზნესმენებს და ხელი შეუწყოს ინვესტიციების განხორციელებაში.

„EBRD-ის კონფერენციის ფარგლებში ჩამოსული ბიზნესმენები დაინტერესდნენ, რა სახის პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი თბილისში.  ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია უძრავ ქონებასთან და გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებთან დაკავშირებით და გავაცანით ასევე ის ინფორმაცია, რაც  ბიზნეს-იდეების განხორციელებაში დაეხმარებათ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც ესპანური კომპანია “Imabel Iberica”-ს კომერციულმა დირექტორმა, ხავიერ ვეგამ განაცხადა, კომპანია საქართველოში ნარჩენების მართვის მიმართულებით დაინტერესდა.

 

„კმაყოფილები ვართ დღევანდელი შეხვედრით.  საქართველოში გვაქვს კონკრეტული ბიზნეს-გეგმები, რომელსაც განვახორციელებთ. ვმუშაობთ გარემოს დაცვისა და ნარჩენების გადამუშავების სფეროში და ვფიქრობთ, საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიციას განვახორხციელებთ“, - განაცხადა ესპანური კომპანიის ხელმძღვანელმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics