12:08 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 14:17:57, 2372 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში კბილის ჯაგრისების ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ Nokzeit იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს კბილის ჯაგრისებისა და პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალებების ქურდობას ედავებიან. ქურდობა ქალაქ ედერბახში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. მათი დაკავება ქალაქის პროკურატურის მოთხოვნით განხორციელდა.

მედიის ცნობით, მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 574 ევროს შეადგენს. საგამოძიებო მასალების თანახმად, დაკავებულებს სურდათ „ამ და სხვა სახის ქურდობა საკუთარი მუდმივი შემოსავლის წყაროდ ექციათ“.

დაკავება 21 იანვარს მარაზიაში მოხდა. მათი პირადი ნივთების ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები აღმოაჩინეს.

სამართალდამცველები დაკავებულების ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა ცნობილია მათი ასაკი - 22 წლის და 25 წლის. საქართველოს მოქალაქეების წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics