00:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 21:17:18, 1906 ნახვა

სამართალი
ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მეწილე ებრაელი ბიზნესმენი: არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი მსხვერპლი მე ვიყო

 „არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი მსხვერპლი მე ვიყო“,-მედიასთან რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის კიდევ ერთი მეწილე, ებრაელი ბიზნესმენი ალაპარაკდა.

მისი თქმით, მედიაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითოქს ჩვენებაში ქუთათელაძის  ვინმესთან  დაპირისპირებაზე საუბრობს. ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, „ჩვენების“ გასაჯაროვება ვინმეს ინტერესში შედიოდა:

„ძალიან აღვფშფოთდი რაც ვნახე, სიცრუე და დეზინფორმაციაა, რაც მედიაში მოვისმინე.  მე დაკითხვაზე არაფერი მითქვამს ქუთათელაძის დაპირისპირებაზე, საინტერესოა  ვის ინტერესებში იყო ამ ინფორმაციის გასაჯაროვება.ალბათ,  ამ ვითომ ჩვენების გამოქვეყნება ვინმეს აწყობდა.სოსო ბრწყინვალე პიროვნება იყო, არ მჯერა, რომ ქუთათელაძეს  ისეთი დაპირიპირება ჰქონდა ვინმესთან, რომ მას ის მოეკლა“,-ამბობს ბიზნესმენი ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ,  რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას  გულისხმობს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics