23:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 12:09:19, 1833 ნახვა

სამართალი
პროკურორი: ხორავას ქუჩაზე 25-მდე პირი იმყოფებოდა, თუმცა მკვლელობა მხოლოდ ორმა ჩაიდინა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განმარტებით, დავით სარალიძესთან დაკავშირებით ბრალდებულებს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.

რაც შეეხება კიდევ ერთ გარდაცვლილს, ლევან დადუნაშვილს, გამოძიების ინფორმაციით, ის ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოკლა.

„დავით სარალიძის მიმართ ბრალდებულებს განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა ედებათ ბრალად, ერთ ბრალდებულს კი, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი მკვლელობა“, - განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ საქმეში ფიგურირებს ორი დანა, რომელიც ამოღებულია გამოძიების მიერ.

„ბრალდების მხარე დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მკვლელობა მხოლოდ ამ ორი დანით იქნა ჩადენილი. შემთხვევის ადგილზე 25-მდე პირი იმყოფებოდა, თუმცა მკვლელობა ამ ორი ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი“, - განაცხადა ზვიას ფხაკაძემ. 

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics