16:07 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 09:10:06, 785 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი “ABD Georgia”-ს კომპლექსის გახსნას დაესწრება

კომპანია “ABD Georgia” ბოლნისის მახლობლად, სოფელ აკაურთაში კავკასიაში ღორის ხორცის წარმოების ყველაზე თანამედროვე კომპლექსს გახსნის.

ხვალ, 12 მაისს, 12.00 საათზე, კომპლექსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ABD Georgia”-ს გენერალური დირექტორი ევგენია ხოხლოვა დაესწრებიან.

 “ABD Georgia”  2013 წელს დაფუძნდა და საქართველოში ღორის ხორცის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა. საწარმოს შემადგენლობაში შედის საქართველოში უმსხვილესი კომპლექსი, რომელიც ცხოველების მოშენების დარგში უახლესი ევროპული ტექნოლოგიების და სტანდარტების შესაბამისად აშენდა ეკოლოგიურად სუფთა, მთიან ზონაში, სოფელ აკაურთაში.

 “ABD Georgia” შედის უკრაინის აგრარულ ჰოლდინგ ACD-ში, რომელიც უკრაინაში  ლიდერია ღორების მოშენებისა და კომბინირებული საკვების წარმოებაში. საწარმოს მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 6.5 მილიონ ა.შ.შ დოლარს. კომპანიაში ამჟამად  250 –მდე ადამიანია დასაქმებული.

 „ABD Georgia“  ქართულ ბაზარზე სამარკო ნიშან „Delicia“-ს სახით არის  წარმოდგენილი. „ABD Georgia“  30-მდე დასახელების ძეხვს, სარდელსა  და დელიკატესს აწარმოებს. Delicia-ს პროდუქცია დამზადებულია  ყოველგვარი ქიმიური შენაერთების გარეშე, მხოლოდ საკუთარ ფერმაში  მოწეული ღორის ხორცისგან.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics