16:07 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 14:33:00, 896 ნახვა

ეკონომიკა
სოსო არჩვაძე: მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, რომ ლარის გაუფასურება მოსახლეობის მსყიდველთუნარიანობაზე არ აისახოს

„მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, რომ ლარის გაუფასურება მოსახლეობის მსყიდველთუნარიანობაზე არ აისახოს “, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილემ სოსო არჩვაძემ NDI–ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, პრობლემა ამ მიმართულებით ნამდვილად არსებობს და ბოლო პერიოდში  მსგავს გამოკითხვებშიც მოსახლეობას სოციალური პრობლემები წინა პლანზე გამოაქვს, ვიდრე პოლიტიკური და სხვა საკითხები.
„მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, რომ ლარის ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში არ უნდა შემცირდეს მოსახლეობის რეალური მსყიდველთუნარიანობა და არ გაუარესდეს მისი სოციალური მდგომარეობა. ამისთვის ხელისუფლებამ სხვადასხვა აქტივობები უნდა გაატაროს“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.
მისი თქმით, ბიუჯეტში პირდაპირი დანიშნულების სოციალური ხარჯების გაზრდის მიუხედავად, ერთ სულ მოსახლეზე გამოყოფილი თანხა მაინც მცირეა.
„ერთ სულ მოსახლეზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა დაახლოებით 1000 დოლარია  და ეს მწირი თანხაა, რომ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება, როგორც ჯანდაცვის, განათლების, ასევე საპენსიო უზრუნველყოფის მიმართულებით. საქართველოში პირდაპირი დანიშნულების სოციალური დანიშნულების დანახარჯები დაახლოებით 45 პროცენტია. ეს ციფრი კი ევროკავშირის ქვეყნებში 67-68 პროცენტია“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.  
რაც შეეხება უმუშევრობასთან დაკავშირეულ პრობლემებს, მისი თქმით, მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება, უმუშევრობის მაჩვენებელს რეალურად არ ამცირებს და შრომითი მიგრაცია პრობლემას ვერ გადაწყვეტს.
ცნობისთვის, NDI-ს საზოგადოებრივი განწყობის კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად სამუშაო ადგილები(66%), ფასების ზრდა/ ინფლაცია (43%)და სიღარიბე (39%) დასახელდა. გამოკითხულთა 67% კი თავს დაუსაქმებლად თვლის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics