19:24 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 16:44:01, 1502 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: საჭიროა მეტი გონიერება, რათა გავიგოთ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების უკან ვინ დგას

„საჭიროა მეტი გონიერება, რათა გავიგოთ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების უკან ერთი პიროვნება დგას თუ ორგანიზაცია“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  პაატა ზაქარეიშვილმა „ექსპრესნიუსთან“  საუბარში  სირიაში მებრძოლი ქართველი რადიკალი მუსლიმის მიერ საქართველოს მიმართ  გავრცელებული მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით  აღნიშნა. 

მინისტრი თქმით, ყველა ასეთი ტიპის განცხადება კონტროლს ექვემდებარება და  საქართველოს მას შიშით არ შეხვდება.

„დარწმუნებული ვარ ყველა ამ ტიპის განცხადება კონტროლს ექვემდებარება. მაგრამ, არამგონია სახელმწიფო ამ განცხადებებს შიშით შეხვდეს. საჭიროა მეტი გონიერების გამოჩენა და შესწავლა, თუ რა დგას ამ განცხადებების უკან, ეს ერთი პიროვნებაა თუ ორგანიზაცია. შესაბამისად, სახელმწიფო ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად უნდა იყოს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

შეგახსენებთ, ბათუმელმა რადიკალმა მუსლიმმა, 27 წლის თამაზ ჭაღალიძემ, რომელიც სირიაშია და საბრძოლო მოქმედებებში  მონაწილეობს, საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს და სამღვდელოებას მუქარის წერილით მიმართა. 

„საქართველოს ქააფირებს მივმართავ ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს. გაფრთხილებთ!  არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმ ძმაზე ხელის აღმართვა ან, რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორე ერთ დღეს, რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება გასაქცევს მოძებნით. გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ ტელევიზიით. გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო თქვენა“, – წერს თამაზ ჭაღალიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics