18:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 11:36:09, 2337 ნახვა

კომენტარი
გუგა ქაშიბაძე: ხანძრის შედეგად დაშავებულებს პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებულებს პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ.

როგორც ქაშიბაძემ აღნიშნა, დამწვრობის ცენტრში სულ 2 პაციენტია მოთავსებული.

"ორი პაციენტი შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. 59 წლის  ქალბატონს აღენიშნება სხეულის 40%-ის დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი მილების დაზიანება. ასევე, ახალგაზრდა მამაკაცია შემოყვანილი, რომელსაც სხეულის 20%-ის დამწვრობა, დამწვრობითი შოკი და სასუნთქი მილების დაზიანება აღენიშნება. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არიან მოთავსებული. დიაგნოზი საკმაოდ სერიოზულია", - განაცხადა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, ცაბაძის ქუჩაზე გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics