15:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 15:10:47, 1899 ნახვა

ეკონომიკა
კახა კალაძე ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და დედაქალაქის განვითარების პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობაზე  ესაუბრა.

შეხვედრა, რომელიც ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, დიალოგის ფორმატში წარიმართა. დედაქალაქის მერმა ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან ყურადღება ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის, ქალაქის განვითარებაზე ზრუნვისა და იმ რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე გაამახვილა, რაც მისი თქმით, დედაქალაქის კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველყოფს. 

„თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი ყოველდღიურად შეგაქვთ, ქმნით სამუშაო ადგილებს, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, როგორც დედაქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ვიცით, რომ ყველაზე დიდი პრობლება, რომელიც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს, სამუშაო ადგილებია. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ბიზნესს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის განვითარება მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით  შეუძლებელია, რაშიც დედაქალაქის მთავრობას ბიზნესის დახმარება დასჭირდება. 

„ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელსაც ბიზნესი წლების განმავლობაში აწყდებოდა. შესაბამისად, იმ რეფორმებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, მაქსიმალურად გვინდა, რომ მერია მოქნილი სტრუქტურა, ადამიანებზე ორიენტირებული გავხადოთ, რათა გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად ხდებოდეს, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ჩვენ მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რომ ქალაქი სწორად განვავითაროთ“,  - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics