15:52 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 18:42:24, 2326 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სავალუტო ფონდის მიერ სრულად მხარდაჭერილია

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სრულადაა მხარდაჭერილი", - ეს განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება  და საქართველოს პირველი შეფასება მოიწონა, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერას.

ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა აგებულია საქართველოს 4 პუნქტიან გეგმაზე და შესაბამისად, ფონდის მიერ  მთავრობის განვითარების გეგმაც მხარდაჭერილია.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საქართველო გააგრძელებს ეკონომიკურ ზრდას, შემდეგი წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება.

„რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება ქვეყნის საგარეო პოზიცია. წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც ფისკალურ კონსოლიდაციას, ასევე ყველა საბიუჯეტო პარამეტრი მაკროეკონომიკური ზრდისკენაა მიმართული", - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics