18:57 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 03:35:54, 3343 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის მორიგ დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგ დაკავებას უცხოური მედია ეხმაურება.

ბრიტანული BBC-ის რუსულენოვანი ბიურო წერს, რომ სააკაშვილის  მომხრეებმა მოახერხეს უკრაინის უშიშროების სამსახურის დახურულ ეზოში შეღწევა, შენობასთან კი, უამრავი ადამიანია შეკრებილი. 

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ სააკაშვილი 10 დეკემბერსს დაგეგმილ მარშამდე დააკავეს. ამერიკული Foxnews-ი იტყობინება, რომ უკრაინაში დაკავებულია კორუფციის მოწინააღმდეგე აქტივისტი - სააკაშვილი. მედია საშუალება სააკაშვილს ოპოზიციის ლიდერად მოიხსენიებს და ხაზს უსვამს, რომ სი პეტრო პოროშენკოს აკრიტიკებს. 

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ასევე გერმანული გამოცემა süddeutsche zeitung-ი გამოეხმაურა. მედია წერს, რომ ოპოზიციის ლიდერი დედაქალაქის ცენტრში დააკავეს და ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics